Thursday, April 8, 2010

ქართველთა მეფეები

პროექტის თემა: - ,,ქარველთა მეფეები“
პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები გაიხსენებენ, თვალს გადაავლებენ, ინტერნეტით
მოიძიებენ და ამოკრებენ ისტორიულ თუ ფოტო მასალებს იმ მეფეების შესახებ, რომლებსაც
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნის წარმატებით შენებაში.
პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები იკვლევენ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული
მეფე. რამდენი წელი მართავდა ქვეყანას, რა გააკეთა ან რა მოხდა მნაშვნელოვანი მისი
მეფობის პერიოდში. ვინ იყო მისი წინაპარი ან შთამომავალი. რომელ ცნობილ ომებში
მიუღია მონაწილეობა. აღნიშნულ მასალას თან უნდა დაურთონ, თუ ხელმისაწვდომია
ფოტო ან მხატვრული ჩანახატი (ლექსის ან მოთხრობის სახით)
შეგროვდება მასალები შემდეგ მეფეებზე:საქართველოს პირველ - მეფე ფარნავაზზე
(გამახვილდება ყურადღება, რომ სწორედ ფარნავაზის სახელს უკავშირდება ქართული
დამწერლობის შექმნა.)
ვახტანგ გორგასალზე (რომ ვახტანგ მეფის დროს დაარსდა ახალი სატახტო ქალაქი
,,თბილისი“)
დავით IV აღმაშენებელზე (რომ მტრისაგან დარბეული ქვეყანა ააშენა, გააძლიერა, შექმნა
მოქმედი ჯარი, დაარსა აკადემია და განახორციელა მრავალი რეფორმა.)
მეფე თამარ გვირგვინოსანზე (მეტად გააძლიერა და განავრცო ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობა.)
გიორგიV ბრწყინვალეზე (ეკონომიურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი
ქვეყანა აღადგინა. განახორციელა ფინანსური რეფორმა, მოჭრა საკუთარი ფული
,,გიორგანული თეთრის" სახელით.)
ერეკლე II -ზე (მისი მეფობის დროს გაერთიანდა ქართლისა და კახეთის სამეფოები და
მმართველობა სწორედ ერეკლე მეფის ხელში გადავიდა, რომ ღრმა მოხუცებულობამდე
ფარითა და მახვილით იცავდა ქვეყნის მთლიანობას.)
მოძიებული მასალების მიხედვით ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად. შეაჯერებენ მასალებს
და თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას თავისი სურვილით არჩეული მეფის
შესახებ. წარიმართება პოლემიკა - რომელი მეფის დროს იყო საქართველო აღორძინებული.
გამარჯვებული მეფის გუნდს გადაეცემა ამ პროექტის სახელობის ჯილდო, რომელიც
დაწესებული იქნება მოწინააღმდეგე გუნდების მიერ.
მონაწილეთა ასაკი: 8 წელი - III კლასი.
ვადები და ხანგრძლივობა - 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობა - კვლევა-ძიების უნარის განვითარება,ინფორმაციის მოპოვება
და დამუშავება, ფოტო მასალის შეგროვება.
სარგებელი სხვებისთვის - ჩაუნერგოს მომავალ თაობას სამშობლოს ძლიერი სიყვარული,
როგორიც მათ წინაპრებს ჰქონდათ.
სამუშაო ენა - ქართული.
საგნებთან კავშირი - ამ პროექტით მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ჩვენი ერის წარსულს,
გაიუმჯობესებენ უნარებს: ლიტერატურაში (განუვითარდებათ ძირითადი საკომუნიკაციო
უნარები:წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის, წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრების.)
ისტორიაში (გაიგებენ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის აღორძინებაში, რის ფასად
აღწევდნენ ყოველივეს.)
მოსწავლეები სხვა კლასებიდან - პარალელური კლასები: III1 ,III 2,III 3 ,III 5,III 6
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი - მშობლიური ენის სახელმძღვანელო, ,,დიდი
ქართველი მეფეები,“ კომპიუტერი - ინტერნეტის გამოყენებით.
პროექტის ფასილიტატორი - მაია ბენაშვილი.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: maiko.benashvili.69@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი - http://mbenashvili.blogspot.com/